მეტრონიდაზოლი

გამოყენების ინსტრუქცია
 
ზოგადი ცნობები
მეტერონიდაზოლის ტაბლეტები (Tabulettae Metronidazol)
სამკურნალო საშუალება მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს მეტრონიდაზოლს 125მგ (25%) ან 250მგ (50%) და ასევე დამხმარე კომპონენტებს. დაფასოებულს 100, 250 ტაბლეტის ოდენობით მუყაოს კოლოფებში და 70, 500 და 1000 ტაბლეტის ოდენობით პოლიმერულ ქილებში.
ინახება უსაფრთხოების გათვალისწინებით (ცხრილი ბ) ქარხნულ შეფუთვაში, სინათლისა და ნესტისგან დაცულ ადგილა, საკვები პროდუქტების და ცხოველების საკვებისგან მოცილებით, ტემპერატურაზე 10-დან 45 C0-მდე.
პრეპარატის ვარგისიანობის ვადა შენახვის პირობების დაცვის შემთხვევაში – გამზადების დღიდან 2 წელია.
ფარმაკოლოგიური თვისებები
მეტრონიდაზოლი აქტიურია რიგი უმარტივესების მათ შორის, ტრიქომონადის, ლამბლიის, ბალანტიდიის, ამების და ჰისტომონადების, ასევე მრავალი ანაეროზებისა და ქლოსტრიდიების მიმართ.
გამოყენების წესი
მეტრონიდაზოლის ტაბლეტები ინიშნება სამკურნალოდ მსხვილფერა რქოვანი პირუტყვის ტრიქომონოზით, ღორების ბალანტიდოზით და დიზინტერიით, ბატებისა და ინდაურების ჰისტომონოზით დაავადების დროს.
ძროხებისა და მწარმოებელი ხარის მკურნალობისას ტრიქომონობით დაავადების დროს პრეპარატის დანიშვნა ხდება ინდივიდუალურად, პერორალურად 3 – 4 დღის ხანგრძლივობით, დღე – ღამეში 2-გერ გათვლით: 10 მგ მეტრონიდაზოლი (მნ) ცხოველის 1კგ მასაზე, რაც შეადგენს:
  • 1 ტაბლეტი 25% მნ-ს შემცველობით 12,5 კგ ცხოველის მასაზე
  • 1 ტაბლეტი 50% მნ-ს შემცველობით 25 კგ ცხოველის მასაზე.
იმავედროულად პრეპარატს იყენებენ ადგილობრივად 1% (მნ-ს მორევით) სახით ფიზიოლოგიურ ხსნარზე.
იმისთვის, რომ დამზადდეს 8 ტაბლეტი  25%-იანი ან  4 ტაბლეტი 50%-იანი მნ-ს ფხვნიან და ხსნიან 100 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში. მიღებული უშუალოდ გამოყენების წინ გულმოდგინედ შეანჯღრევენ და მისით ხდება საშოს ან გამორეცხვა 2 – 4-ჯერ 24 საათიანი ინტერვალით და დასახარჯი ნორმა შეადგენს 25 – 50 მლ .
ღორების სამკურნალოდ ბალანტიდიობის დროს პრეპარატს მოიხმარენ      პერორალურად 2-ჯერ დღე – ღამეში 3 დღის განმავლობაში ზედიზედ, გათვლით:
  • 10 მლ მეტრონიდაზოლი (მნ) 1 კგ ცხოველის მასაზე, რაც შეადგენს: 1 ტაბლეტს 25% მნ-ს შემცველობის 12,5 კგ ცხოველის მასაზე ან
  • 1 ტაბლეტს 50% მნ-ს შემცველობით 25 კგ ცხოველის მასაზე.
ღორების სამკურნალოდ დიზინტერიის დროს პრეპარატს იყენებენ პერორალურად ერთხელ დღე – ღამეში 4 დღის განმავლობაში ზედიზედ, გათვლით: 25 მგ მნ  1 კგ ცხოველის მასაზე, რაც შეადგენს:
  • 1 ტაბლეტი 25% მნ-ს შემცველობის 5 კგ ცხოველის მასაზე
  • 1 ტაბლეტი 50% მნ-ს შემცველობის 10 კგ ცხოველის მასაზე.
აუცილებლობის შემთხვევაში ღორების მკურნალობის კურსს იმეორებენ 7-10 დღის შემდეგ.
ბატებისა და ინდაურების სამკურნალოდ ჰისტომონოზის დროს პრეპარატს იყენებენ დღეში 3-ჯერ 10 დღის მანძილზე გაანგარიშებით: 10 მგ მნ 1 კგ ფრინველის მასაზე (1 ტაბლეტი 25% მნ-ს შემცველობის 12,5 კგ ან 1 ტაბლეტი 50% მნ-ს შემცველობის 25 კგ ფრინველის მასაზე, ან დღეში ართხელ 10 დღის განმავლობაში გაანგარიშებით 1,5 გრ მნ 1 კგ საკვებზე (12 ტაბლეტი 25% მნ-ს შემცველობის ან 6 ტაბლეტი 50% მნ-ს შემცველობის 1 კგ საკვებზე).
გვერდითი მოვლენები და გართულებები მეტრონიდაზოლის ტაბლეტებით მკურნალობისას მოცემული ინსტრუქციის დაცვის პირობებში გამოვლენილი არ იყო. ცხოველის მეტრონიდაზოლისადმი ინდივიდუალური ზემგრღნობელობის დროს და ალერგიულ რეაქციების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენებას წყვეტენ და ცხოველს უტარებენ მადესენსიბილიზირებულ თერაპიას.
მწარმოებელი: შპს ,,აგროვეტზაშიტა’’, მოსკოვი